Top

წალკის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

დავით გოგიჩაიშვილი (კონსულტანტი)

დავით გოგიჩაიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2011 წლიდან მუშაობს. იგი აღნიშნული სამსახურის წალკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტია.

დავით გოგიჩაიშვილი 1999 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა წალკის რაიონულ სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე: კანცელარიის სპეციალისტად, სასამართლო სხდომის მდივნად, მოსამართლის თანაშემწედ.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის პერიოდში მას დაუგროვდა არაერთი წარმატებული საქმე, როგორც სამოქალაქო სამართლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

დავით გოგიჩაიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

დავით გოგიჩაიშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.